თავში

საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი 70 000 ჰექტარზე მეტია

საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი 70 000 ჰექტარზე მეტია
საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი 70 000 ჰექტარზე მეტია

საქართველოში 2021 წლის თხილის სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქართული თხილის ამჟამინდელ ხარისხზე, ფასებზე, მწარმოებლების გამოწვევებზე და ინდუსტრიის პოტენციალზე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) აღმასრულებელ დირექტორი გიორგი თოდუა საუბრობს მისი განმარტებით, ქართული თხილის ხარისხი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. თოდუას განმარტებით ამაში დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა აქტოვობებმა ფაროსანა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ. ფერებმა უფრო მეტად ისწავლეს თხილის მოვლა. გაუმჯობესებულმა ხარისხმა გაზარდა ქართული თხილის ავტორიტეტი და მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. თხილის ასოციაციის ინფორმაციით, 10-12 ათასი ტონა თხილი ჯერ კიდევ არის ადგილზე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში გავა ექსპორტზე. მისი თქმით, აპრილი-მაისი ბოლო ვადაა, როცა ძველი მოსავალი გადის ქვეყნიდან და შემდეგ უკვე ახალი პროდუქტის მისაღებად ემზადებიან. თხილის ასოციაციაში გაწევრიანებული ფერმერების რაოდენობა 25 ათასს აღწევს და, როგორც ასოციაციაში ამბობენ, წელს კიდევ 10 ათასით გაიზრდება, რაც მეთხილეობის განვითარების მიმართ რეგიონში მზარდ ინტერესზე მოწმობს.

"ექსპორტი კვლავ აქტიური ტემპით გრძელდება. ზოგადად, ამ სეზონში ჩვენი პროგნოზია, რომ თხილის ექსპორტი იქნება 50 000 - 55 000 ტონა (ნედლი კაკლის მხრივ). ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის თხილის ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს. ჩვენი ასოციაციის აზრით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველო რეალურად გაზრდის თხილის ყოველწლიური ექსპორტის მოცულობას 100,000 ტონაზე. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ყველა დაინტერესებული მხარის და, პირველ რიგში, თავად ფერმერების ძალისხმევაზე. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში თხილის გამოსავლიანობა გავზარდოთ 45%-ით, ანუ  თუ თხილის გული ბაზარზე ღირს, მაგალითად, 20 ლარი / კგ (6,10 აშშ დოლარი / კგ), მაშინ 1 კგ გაურჩეველი თხილისთვის ფერმერები მიიღებენ საშუალოდ 9 ლარს (2,70 აშშ დოლარს). გაურჩეველი კაკლის ფასები, ამჟამად საქართველოში ხარისხისა და გულის მოსავლიანობის დონის მიხედვით, 7-9 ლარი / კგ-ზეა ($ 2,10 - $ 2,80 დოლარი / კგ). თხილის გულის ღირებულება 19,5-20 ლარის დონეზეა (5,90 - 6,10 დოლარი)," - ამბობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზოდენტი.

მაჟამად საქართველოს თხილის ბაღებში თხილის მოჭრა-მოვლის, ასევე განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს. მარტის ბოლოდან უკვე უნდა დაიწყოს ბაღების ქიმიური დამუშავება ფაროსანასა და სხვა მავნებლებისგან დასაცავად.

"წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენს რიგებში მცირე მეწარმე ფერმერების აქტიური ჩართვა - თხილის ბაღების მფლობელები, რომელთა ფართობი დაახლოებით 0,5 ჰექტარია. ეს ფერმერები შეადგენენ თხილის მწარმოებელთა მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოში, მაგრამ ბევრ მათგანს უკეთესი შედეგის მოტივაცია არ გააჩნია. ტრადიციული მოსავლიანობის მაჩვენებელი ასეთ პატარა ბაღებში არის 300-500 კგ 0,5 ჰექტარზე. იმავდროულად, ჩვენი ასოციაციის წევრებს შორის არიან ისეთი წარმატებული ფერმერებიც, რომლებიც უკვე 0,5 ჰექტარიდან 1,5 ტონა თხილს იღებენ. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ შეხვედრებს ფერმერებთან. ამ დროისთვის GHGA აერთიანებს 25000-ზე მეტ ფერმერს, რომლებიც ფლობენ 30 000 ჰექტარზე მეტ ბაღს თითქმის ყველა რეგიონში, რომლებიც ქართული თხილის მომწოდებლები არიან ბაზარზე - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა დასავლეთ საქართველოში და კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში. წელს ჩვენ ვაპირებთ ჩვენი რიგების 10 000 ფერმერით შევსებას აჭარაში, გურიასა და კახეთის ზონებში. ჩვენი პარტნიორი კახეთში არის FAO- ს ქართული ოფისი. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ საქართველოში თხილის გაშრობისა და შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს დამატებითი ღირებულების შექმნას. დღეს ქვეყანაში ექვსი ასეთი ცენტრია: სამი სამეგრელოში და სამი კახეთში. ვიმედოვნებთ, რომ დონორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით გაგრძელდება... და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მწარმოებლების თხოვნით თხილის პლანტაციების პროექტების ანაზრაურებას," - განმარტავს გიორგი თოდუა. 

საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მოყვანილია როგორც ადგილობრივი თხილის ჯიშები (ძირითადად ანაკლიური და გავაზურა), ასევე იტალიური.

ცნობისთვის, 2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system