თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა ოდენობა 16,3-ჯერ შემცირდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა ოდენობა 16,3-ჯერ შემცირდა
საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა ოდენობა 16,3-ჯერ შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. ამის შესახებ ცნობილი ხდება აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშიდან.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში 72 100 უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი ჩამოვიდა 123 ქვეყნიდან, რაც 5.9-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ქვეყანაში მოგზაურობები ძირითადად არატურისტული მიზნებისთვის ხდებოდა.

მონაცემების თანახმად, 33,3% მოდის რუსეთში, 28,8% - თურქეთში, 14,9% - ირანიდან, 10,4% - საქართველოდან, 2,4% - უკრაინიდან, 1,2% - დიდი ბრიტანეთიდან, 1% - ბელორუსიიდან, 0,7% - ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან, 0,6% - იტალიიდან, 0,5% - გერმანიიდან, 0,3% - აშშ – დან, 4,5% - სხვა ქვეყნებიდან. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ყაზახეთი - 11,1 ჯერ, თურქმენეთი - 10 ჯერ, უზბეკეთი - 6,3 ჯერ, რუსეთი - 5,1 ჯერ, უკრაინა - 4,5 ჯერ, დიდი ბრიტანეთი - 4,4 ჯერ, ბელორუსი - 2,6 ჯერ, ირანი - 2,5 ჯერ, თურქეთი - 2,3 ჯერ.

აზერბაიჯანის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,5-ჯერ შემცირდა და 60,9 ათასი ადამიანი შეადგინა. ქვეყნის მოქალაქეთა 47,3% ეწვია თურქეთს, 17,3% - რუსეთს, 10,5% - საქართველოს, 8,3% - ირანს, 16,6% - სხვა ქვეყნებს.  გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ირანში მიემგზავრნენ 62.4-ჯერ შემცირდა, საქართველოში - 37,5-ჯერ, რუსეთში - 13,5-ჯერ, თურქეთში - 2,8-ჯერ.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან 19 მარტიდან, როცა Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ შეასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ფრენები ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით შესრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

საქართველოს თებერვალში ჯამში 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათი უმეტესობა 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი იყო.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system