თავში

საქართველომ აზერბაიჯანისგან 180,6 ტონა ჩაი იყიდა

საქართველომ აზერბაიჯანისგან 180,6 ტონა ჩაი იყიდა
საქართველომ აზერბაიჯანისგან 180,6 ტონა ჩაი იყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 180,6 ტონა ჩაი, რომლის ღირებულება ჯამში 1,109 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულო სამსახურის მონაცემებით,  საქართველოში აზერბაიჯანული ჩაის ექსპორტის წლიური ზრდა 9 ტონას, ანუ ან 5.2%-ს გაუტოლდა. 

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 522,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 75,4 ტონა ჩაი. 

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს ქვეყანა საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილს იჭერს, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში დაექსპორტა 104.6 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია.

ადგილობრივ ექსპორტში კი აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა. წელს პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა, რაც სამთვიანი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.1%-ია. 2021 წლის პირველ სამ თვეში მეზობელ ქვეყანაში ქართული ნაწარმის ექსპორტი გაზრდილია 16.4%-ით 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-მარტის ვაჭრობის შედეგად, აზერბაიჯანი იმპორტიორ ქვეყანათა ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს საქართველოში განხორციელებული 145.7 მლნ აშშ დოლარიანი იმპორტით, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 5.9%-ია. წლიურ ჭრილში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი 11.4%-ითაა შემცირებული, თუმცა კლების მიუხედავად ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანათა ხუთეულში რჩება. 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 104. 5 მლნ დოლარის ექსპორტი, შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო აზერბაიჯანთან 41. 2 მლნ დოლარია.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის მეოთხე ადგილზეა. ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა 250. 3 მლნ. დოლარს გაუტოლდა, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 9%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system