თავში

საქართველომ საზღვაო სფეროში ევროდირექტივების 80% უკვე დანერგა

საქართველომ საზღვაო სფეროში ევროდირექტივების 80% უკვე დანერგა
საქართველომ საზღვაო სფეროში ევროდირექტივების 80% უკვე დანერგა

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საზღვაო სფეროში საქართველომ უკვე დანერგა დირექტივების 80%, რაც ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოსდაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას," - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყანაში საზღვაო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება: მიმდინარეობს მეზღვაურთა შრომის რეფორმა, სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება, ნავსადგურების სერვისების გაციფროვნება და საქართველოს დროშის ქვეშ ევროპელი გემთმფლობელების მოზიდვა. 

"ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების ფართე სპექტრი მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ყველა მიმართულებას როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ისე უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის მიმართულებით, ამასთან ერთად გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საზღვაო დარგში დასაქმებლთათვის სოციალური დაცვის გარანტიების შექმანასა და გაუმჯობესებასაც”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

მეზღვაურებს ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ.  შარშან კი ქართველმა მეზღვაურებმა ქვეყნის ეკონომიკაში 300 მლნ დოლარი შემოიტანეს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო კომპანიები საქართველოს საზღვაო სექტორში ინვესტიციებს ზრდიან. ცოტა ხნის წინ ქართველი მეზღვაურებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებით ბერძნული საზღვაო კომპანიები დაინტერესდნენ. გასულ წელს ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ბერძნულ-ქართული კომპანია - „ელ-ვიქტორი“ იყო. სახელმწიფო საზღვაო დარგის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარს უჭერს საზღვაო ბიზნესების განვითარებას ქვეყანაში და ქართველი მეზღვაურების ღირსეულ დასაქმებას.

საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე შემცირდა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

საზღვაო პოტენციალის უკეთესი რეალიზებისთვის სპეციალისტები რეკომენდირებენ ახალი საგადასახადო შეღავათების დამტკიცებასა და მეზღვაურთა შრომითი უფლებების შესახებ კოდექსის მიღებას. საგადასახადო მიმართულებით სავაჭრო პალატის მიერ წარდგენილ კვლევაში საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, რაც ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტორთა მოზიდვისთვის უნდა განხორციელდეს. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საზღვაო სფეროსთვის კონკურენტუნარიანი შეღავათების მინიჭების გარეშე შეუძლებელია, რომ საქართველომ ახალი ოპერატორები მოიზიდოს. საუბარია ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების შემცირებასა და განულებაზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შარშან საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებლის უპრეცედენტო რიცხვი დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, 1-ლი მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით დასაქმდა 11 800 მეზღვაური, ჯამში გაფორმდა 14 500 კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზღვაურებმა ორჯერაც კი მოასწრეს გემზე წასვლა.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის, თქმით, მეზღვაურთა დასაქმების ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ სახელმწოფოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა მათი დასაქმების არეალი. წელს გაფართოვდა მემორანდუმები ინგლისთან, ავსტრალიასთან, ესტონეთთან.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოს თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. მისივე შეფასებით, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის საერთაშორისო საზღვაო ბიზნესისთვის საგადასახადაო შეღავათები, რაც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა.

საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system