თავში

საქართველოს რეგიონების განახლებისთვის ფული არ აქვს - ბექა ლილუაშვილი

საქართველოს რეგიონების განახლებისთვის ფული არ აქვს - ბექა ლილუაშვილი
საქართველოს რეგიონების განახლებისთვის ფული არ აქვს - ბექა ლილუაშვილი

"განახლების პროგრამა" გაგრძელდება მომდევნო არაერთი წელი, რამეთუ რეალურად არც ამ მოცულობის ვალის და არც სსიპ-ების დანაზოგების წლის ბოლომდე მობილიზების რესურსი არ არსებობს და ეს "განახლების" პროგრამა დარჩება წლის დასაწყისში დასახარჯად ისედაც გამზადებული 130 მლნ. ლარის და სსიპ-ებიდან 30-40 მლნ. დანაზოგების ამარა," - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილი აცხადებს და საკუთარ მოსაზრებას ამყარებს ამ პროგრამის სამთავრობო დადგენილებით. პროგრამის დაფინანსების წყაროები ჩამოთვლილია 2021 წლის 26 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილება №185 - ში სახელწოდებით: სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ"

1. სამთავრობოო დადგენილებით, "[პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მლნ ლარის ფარგლებში, მათ შორის, დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, 150 მლნ ლარი, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – 350 მლნ ლარი."ეს ნიშნავს, რომ: დაპირებული 500 მლნ. ლარიდან, 150 მლნ. ლარი იქნება ვალი, რომელსაც სახელმწიფო აიღებს," - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
2. სამთავრობო დადგენილებით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება [2021 წლის] ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული ასიგნებებიდან არაუმეტეს 130 მლნ. ლარის ფარგლებში."ეს ნიშნავს, რომ: ვალის გარდა დარჩენილი 350 მლნ. ლარიდან, 130 მლნ ლარი (რაც დიდი ალბათობით წელს დაიხარჯება) გამოიყოფა ერთხელ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში არსებული ფინანსური სახსრებიდან. ანუ მოხდება 130 მლნ. ხარჯის რებრენდინგი. თანხები, რომელიც ბიუჯეტის კანონის მიხედვით უნდა დახარჯულიყო პირობითად გზების ასაშენებლად, ეხლა გაიღებება ფასადები და დაფინანსდება სხვა, წინა "საარჩევნოდ მნიშვნელოვანი" პროექტები," - განმარტავს ლილუაშვილი.
3. დადგენილებაში აღბიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება , საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მლნ. ლარის მობილიზების თაობაზე."ეს ნიშნავს, რომ: ვალისა და უკვე დამტკიცებული (გამოყოფილი) ფულის ახლებურად "გამოყენების" გარდა დარჩენილი 220 მლნ. ლარიდან, 90 მლნ. დაფინანსდება სხვადასხვა სახელმწიფო სსიპ-ების ნაშთებიდან, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიის გამო, ისედაც შემოსავლების ნაკლებობას განიცდიდა. ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ამ სსიპ-ებისთვის სხვადასხვა საოპერაციო პრობლემების შექმნას," - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
4. დადგენილების მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევალება, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ. "ეს ნიშნავს, რომ: ვალის, უკვე გამოყოფილი თანხების ვითომ ახლიდან გამოყოფის და სსიპ-ების დანაზოგების გარდა დარჩენილი 130 მლნ. ლარის დაფინანსების წყაროებზე რაიმე წარმოდგენაც კი არ არსებობს დღეის მდგომარეობით," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 5.  დადგენილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, უნდა გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები."ეს კი იმას ნიშნავს, რომ განახლების პროგრამა" გაგრძელდება მომდევნო არაერთი წელი, რამეთუ რეალურად არც ამ მოცულობის ვალის და არც სსიპ-ების დანაზოგების წლის ბოლომდე მობილიზების რესურსი არ არსებობს," - ამტკიცებს ლილუაშვილი. 

რეგიონების ინფრასტრუქტურაზე 320 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, "განახლებული რეგიონები" ფინანსდება იმ საბიუჯეტო თანხით, რომლებზეც მოხდა ეკონომიები, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც არის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის ხარჯებისთვის, რომელიც გამოთავისუფლდა ინფრასტრუქტურაში დასახარჯი რესურსებიდან. რეგიონების ურბანული განახლებისთვის ტენდერები მაისის ბოლოდან გაიხსნება.   „განახლებული რეგიონების“ პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system