თავში

საქართველოში შაქარი გაძვირდა

საქართველოში შაქარი გაძვირდა
საქართველოში შაქარი გაძვირდა

2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8.9 პროცენტითაა გაძვირებული. ეს საქსტატის ინფლაციის იანვრის მონაცემებით დასტურდება.

2020 წლის დეკემბერში, წლიურ ჭრილში, საქართველოში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8.0 პროცენტითაა გაძვირებული.

რაც შეეხება, შაქრის საერთაშორისო ფასს,  FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი  2021 წლის იანვარში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით  8.1%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, რუსეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია. პროცესს ხელი შეუწყო, სამხრეთ ამერიკაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელმა კლიმატურმა პირობებმა, რამაც მოსავალი დააზარალა.

2020 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე შაქარი მცირედით გაიაფდა, როცა  FAO-ს,-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე.

ცნობისთვის,  საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. 2019 წელს საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

წარმოების სტიმულირების მიზნით, მთავრობამ კომპანია "აგარის შაქარს" შეღავათები დაუწესა და ამუშავებაში დაეხმარა, თუმცა შეღავათების ვადა, 31 დეკემბერს ამოიწურა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დრო ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კომპანია მთავრობასთან დახმარების ახალ პაკეტზე მოლაპარაკებები განაახლა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და აპრილიდან აგარის შაქრის კომბინატში საწარმოო პროცესი განახლდება. 2021 წლის ბოლომდე ქარხანა 70 000 ტონა შაქრის ნედლეულს გადაამუშავებს. 

შეგახსენებთ, კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა და სახელმწიფოს დახმარებით, მუსაობა 2020 წლის ზაფხულზე აღადგინა. „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას. სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

ცნობისთვის, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი "აგარის შაქრის" წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system