თავში

საპენსიო ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად განიხილება

საპენსიო ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად განიხილება
საპენსიო ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად განიხილება

საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო, კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება. საპენსიო დანაზოგების კაპიტალის ბაზარზე გააქტიურება ჯერ კიდევ შარშან საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციისას დაანონსდა. ფინანსტისტები და ეკონოსტები ამას იწონებენ და ამბობენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა შესაძლოა სწორედ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირდეს. თუმცა ამის შესაძლებლობა საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების ინვესტირების დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ არის დაშვებული. მანამდე კი თანხა ბანკებში სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაწესებული შეზღუდვები საპენსიო სააგენტოს ხელ–ფეხს უკრავს და ბლოკავს ინვესტირებას ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში. სპეციალისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზარი მზად არ არის.

ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახაზინო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, რაც, შესაბამისად, წლიურ 31% და 69%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდების შესახებ კანონზე 4-წლიანი მუშაობასაქართველოს მთავრობამ შარშან დაასრულა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ფონდების შესახებ ეს კანონი კაპიტალის ბაზარს განავითარებს. 

ევროკავშირისა (EU) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას მხარს უჭერს. 

ცნობისთვის, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა. დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system