თავში

შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის წარმოება აღარ დაფინანსდება

შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის წარმოება აღარ დაფინანსდება
შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის წარმოება აღარ დაფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მიმართულებების განვითარების, მათ შორის, მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია, მხარდაჭერას სახელმწიფო სხვა პროექტებითა და პროგრამებით ახორციელებს.

სიახლეა ის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების შანსი დღეიდან მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის წარმოებას გაუჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდებიან ენერგოეფექტური პროდუქტების მწარმოებლებიც დაფინანსდებიან. 

2020 წელს საქართველოში შეღავათიანი აგროკრედიტით 300 მლნ ლარზე მეტი გაიცა.

გაცემულია 425,442,203 ლარის ღირებულების 6,573 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 74,295,448 ლარი. მათ შორის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

შეგახსენებთ, მომავალში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა და სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს გასულ წელს დაემატა თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system