თავში

თხილის პირველი შეწამლვა თითქმის ყველგან დასრულდა

თხილის პირველი შეწამლვა თითქმის ყველგან დასრულდა
თხილის პირველი შეწამლვა თითქმის ყველგან დასრულდა

თხილის შეწამლვის პირველი ეტაპი თითქმის ყველა ფერმერმა დაასრულა. თუმცა წელს ამ პროცესმა დაახლოებით 20 დღით გადაიწია უამინდობის გამო. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდურას განცხადებით, თხილთან დაკავშირებულ აგროღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით იხელმძღვანელებენ. 

,,მიმდინარე პერიოდში მეორე წამლობას ვასრულებდით, მაგრამ აპრილი წვიმიანი იყო, რის გამოც შეწამლვა გვიან დავიწყეთ. ამაში საგანგაშო არაფერია, ნეგატიურ გავლენას ამის გამო არ ველოდებით, პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ მოსავლიანობის და ხარისხის მხრივაც წლევანდელი სეზონი გამორჩეულად კარგი იყოს, მეტ შედეგს ველოდებით. ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, აგროღონისძიებები მიმართული გოგორდის, ნაცრის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ სხვადასხვა დამცავი საშუალებებით. წამლობის პროცესი არის მცენარეთა დაცვა.  ჩვენი მიზანია, კარგი მოვლის შემთხვევაში ფერმერებმა მიიღონ, მინიმუმ,45%-იანი გამოსავლიანობა. ეს იდეალური შედეგია, მით უმეტეს, ირიგაციის გარეშე. შარშანაც ბევრმა, ვინც 6-ჯერ ჩაატარა წამლობა, 9 ლარად გაყიდეს თხილი, ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მოსახლეობამ მოსავლისგან რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს", - ამბობს გიორგი თოდუა report.ge-თან.  

მისი ინფორმაციით, თხილის ასოციაციაში გაწევრიანებული ფერმერების რაოდენობა 25 ათასს აჭარბებს, რაც მოწმობს, რომ მეთხილეობის განვითარების მიმართ რეგიონებში დიდი ინტერესია.

აგრონომი ლადო თორია ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, თხილის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, რასაც შეწამლვამ და სწორმა მოვლა-პატრონობამ შეუწყო ხელი. რაც შეეხება წამლობის პროცესს, თორიას განმარტებით, მინიმუმ, 6-ჯერ უნდა ჩატარდეს, რააც კარგი მოსავლის მიღების გარანტიაა.

,,პირველი წამლობა ჩატარდა, თითქმის ყველგან დასრულდა ეს პროცესი. სულ 6 წამლობა უნდა ჩატარდეს. კარგი წამლობის შემთხვევაში, 1 ჰა ფართობზე შესაძლებელია 5 ტონა და მეტი თხილის მიღება. ხოლო პრემიუმ ხარისხის შემთხვევაში მიიღებს მინიმუმ, 50 თეთრით მაღალ ფასს. თხილის გადარჩენისთვის ჩვენ ბოლო 3 წელი ვიმუშავეთ, მიმდინარე წლის გამოწვევაა, მივიღოთ პრემიუმ ხარისხი, რის პირობაა, რომ ფარული და ვიზუალური სიდამპლის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3,1%-ს, ამ შემთხვევაში, ფასიც ბევრად მეტი იქნება, რადგან დიდწილად ხარისხი განაპირობებს თხილის ღირებულებას. ცხადია, მარტო შეწამლვა არ არის საკამრისი, აუცილებელია ასევე დროული მოკრეფა, დასაწყობება და შენახვა, ყველა ღონისძიება, რომელიც გარკვეულ სტანდარტს გულისხმობს. ვინც არ დაიზარებს, საკმაოდ კარგ შედეგს მიიღებს", - აცხადებს აგრონომი.           

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ 107.0 პროცენტით გაზარდა თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი, რომლიდანაც ქვეყანამ 3.9 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განმარტებით, მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნება საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. მიონისტრის შეფასებით, ქვეყანა უკვე უახლოვდება იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას.

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია.

საქართველოში 2021 წლის თხილის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ქვეყანაში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მოყვანილია როგორც ადგილობრივი თხილის ჯიშები (ძირითადად ანაკლიური და გავაზურა), ასევე იტალიური.

2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system