თავში

თხილი ექსპორტში წამყვან პოზიციას იკავებს

თხილი ექსპორტში წამყვან პოზიციას იკავებს
თხილი ექსპორტში წამყვან პოზიციას იკავებს

„უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას," - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის მოლოდინი გამართლდა.

"ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას და რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს. 2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია.  

საქართველოში 2021 წლის თხილის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ქვეყანაში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მოყვანილია როგორც ადგილობრივი თხილის ჯიშები (ძირითადად ანაკლიური და გავაზურა), ასევე იტალიური.

2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system