თავში

საქართველომ თხილის ექსპორტი 107 პროცენტით გაზარდა

საქართველომ თხილის ექსპორტი ​107 პროცენტით გაზარდა
საქართველომ თხილის ექსპორტი 107 პროცენტით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ 107.0 პროცენტით გაზარდა თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი, რომლიდანაც ქვეყანამ 3.9 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განმარტებით, მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნება საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. მიონისტრის შეფასებით, ქვეყანა უკვე უახლოვდება იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას.

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია.

საქართველოში 2021 წლის თხილის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ქვეყანაში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მოყვანილია როგორც ადგილობრივი თხილის ჯიშები (ძირითადად ანაკლიური და გავაზურა), ასევე იტალიური.

2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system