თავში

წელს გარდაბნის ინფრასტრუტურაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება

წელს გარდაბნის ინფრასტრუტურაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება
წელს გარდაბნის ინფრასტრუტურაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოში რეგიონების განახლება იწყება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ურბანული განახლებისთვის ობიექტები იმერეთსა და რაჭაში უკვე შეარჩია.  კვირის ბოლომდე, კომისიის სხდომები გაიმართება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში. რეგიონების განახლების პროგრამის ფარგლებში განიხილება გარდაბანში კორპუსების ფასადის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის, შეფასებით,  რეგიონების განახლების პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა დაეხმარება რეგიონს, განავითაროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, წელს რაიონში გზების 99% მოწესრიგდება. გამოცხადებულია მილიონნახევარი ლარის ტენდერი გარე განათებების მოწყობაზე. წელს გარდაბნის ინფრასტრუტრულ სამუშოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ბუდაღაშვილის ინფორმაციითვე, რეგიონში ხორციელდება სამუშაოები იმისთვის, რომ მომავალ წელს მთლიანად რაიონს უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს.

„ადგილობრივი ბიუჯეტი არ არის საკმარისი მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. გარდაბნის 9 სოფელში წყალი საერთოდ არ არსებობდა. შიდა დაქსელვაც კი არ იყო. წყალმომარაგების კუთხით, დასრულების ფაზაშია 16 მილიონიანი პროექტი, ხოლო 6 მილიონიანი უახლოეს მომავალში დაიწყება,“ - ამბობს ბუდაღაშვილი.

გარდაბნის 6 სოფელი უწყვეტად წყალს ვადაზე ადრე მიიღებს, რაზეც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა

შეგახსენებთ, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system