თავში

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი მორიგი საექსპორტო მატარებელი ამჟამად ბაქოშია

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი მორიგი საექსპორტო
თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი მორიგი საექსპორტო მატარებელი ამჟამად ბაქოშია

42 კონტეინერისგან შემდგარი ბლოკმატარებელი ჩავიდა ბაქოს პორტში. მატარებელში თურქეთიდან ჩინეთში დაექსპორტებული სამთო მრეწველობის პროდუქტებია განთავსებული.

თურქეთის ანკარადან  ჩინეთის სიანში მიმავალი საექსპორტო მატარებელი ახალი ლოგისტიკური პროდუქტია, რომელსაც ასრულებს ADY Container- ი თავის პარტნიორებთან ერთად თურქეთში, საქართველოსა და ყაზახეთში.

40 ფუტიანი კონტეინერებისგან შედგარი შემდეგი თურქული საექსპორტო მატარებელი, ბაქოს პორტში ჩავიდა და ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით მოძრაობს, გადაიგზავნება  ყაზახეთში, აკტაუს პორტში, ხომალდით "Beket Ata".

ტრანსპორტირების ოპერატორები არიან ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმის  წევრები:  ADY Container (აზერბაიჯანი), KTZ Express (ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) და Pacific Eurasia Logistics (თურქეთი).

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

"ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე რკინიგზის გამო, ხოლო ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში," - განაცხადა რუხსარ პეკჟანმა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. ქვეყანა 5,582 რეგიონალურ პროექტშია ჩართული, რომელთა ღირებულება $ 201,9 მილიარდია.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system