თავში

თურნავა: პირბადე დღეს მოდური აქსესუარი არ არის

თურნავა: პირბადე დღეს მოდური აქსესუარი არ არის
თურნავა: პირბადე დღეს მოდური აქსესუარი არ არის

ჩვენთვის ეს ქართული წარმოების დოლბანდი პირბადე არის უფრო გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული ატრიბუტი, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული პირბადეების დიზაინის დამწუნებლებს.

მინისტრიგანმარტავს, რომ ამ პირბადეებს გავლილი აქვთ დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემოწმება და ბაზარზე არსებულ პირბადეებს შორის ყველაზე უსაფრთხოა.

"ჩვენ ალბათ ყველას ძალიან გაგვიხარდება და როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ პირბადეს შევხედავთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა როგორც უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის დღეს ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რომელიც რაც მთავარია იკერება დღეს საქართველოში - ეს არის ქართული წარმოების პირბადე და ათასობით ადამიანს ვასაქმებთ. ახლა სამკერვალო ფაბრიკებში ვინც არიან, დღე და ღამე ჩართულები არიან მათ კერვაში. ჩვენთვის ეს ქართული წარმოების დოლბანდი პირბადე არის უფრო გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული ატრიბუტი. აუციელებლია ითქვას, რომ ჩვენი პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ თითოეული მასალის ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, ეს ნედლეული იქნა შერჩეული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით. ჩვენ ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის", - განაცხადა თურნავამ და დასძენა, რომ ქართული წარმოების პირბადეზე მაღალი მოთხოვნაა.

ცნობისთვის, ქართული წარმოების პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც.

მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო მსჯელობა ქართული წარმოების პირბადეების ვიზუალურ მხარეზე, გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის არ არის ხარისხიანი.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად გაყიდვა გუშინ დაიწყო.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system