თავში

14 წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

14 წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა
14 წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში, 14 წლის შვილიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა.

76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.

მოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუაც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system