თავში

რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა არ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბესიკ ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა რურუასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა. 

სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system