თავში

ბრალდებულის უფლებაა, მონაწილეობდეს საქმის განხილვაში - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ბრალდებულის უფლებაა, მონაწილეობდეს საქმის განხილვაში - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ბრალდებულის უფლებაა, მონაწილეობდეს საქმის განხილვაში - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მას პროცესზე დასწრების უფლება აქვს:

"შეჯიბრებითი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფუნდამენტური სტანდარტებია:

1. ბრალდებულის უფლება მონაწილეობდეს საქმის განხილვაში;

2. პირადად დაუპირისპირდეს მის მამხილებელ მოწმეებს;

3. გამოიძახოს თავისი მოწმეები;

4. ისარგებლოს ადვოკატის უფლებით ...

პ.ს. პროცესზე მონაწილეობის მრავალი ფორმა არსებობს XXI საუკუნეში", - წერს დავით ასათიანი.

ცნობისთვისთბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დაწესებულებიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთოს. რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი მზად არის პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს.

თავის მხრივ ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილება მოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system