თავში

DJ მიხაილოს საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

DJ მიხაილოს საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
DJ მიხაილოს საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოს მიხაილო თოდუას პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სასამართლომ დიჯეი ციხეში არ დააბრუნა, თუმცა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა და მას შინაპატიმრობის ვადა 2 საათით გაუხანგრძლივა.

აქამდე მიხაილო სახლში 21:00-დან 08:00-მდე უნდა ყოფილიყო, ახლა ის შინაპატიმრობაში 19:00 საათიდან 8 საათამდე დარჩება.  

სხდომის პარალელურად დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოსი მიხაილო თოდუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართააქციის მონაწილეები მუსიკოსის მიმართ შესაძლო პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ. 

დავად მუსიკოსი პრობაციის ბიუროს მოთხოვნას პოლიტიკური მოტივით ხსნის და "გირჩის" ღონისძიებაზე გამოსვლას უკავშირებს

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა დარამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, მუსიკოსმა საპატიმრო დაწესებულება 2019 წლის 11 ოქტომბერს დატოვა.

მან პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. შინაპატიმრობის წესების მიხედვით, მიხაილო ვალდებული იყო, 21:00 საათზე სახლში ყოფილიყო. მან მუდმივად უნდა ატაროს ელექტრო სამაჯური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system