თავში

გიორგი მუმლაძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიორგი მუმლაძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გიორგი მუმლაძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს, 16 აპრილს გაიმართება.

პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.

მას პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან. გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, 15 აპრილს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system