თავში

გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან

გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან. სასამართლოს თხოვნით სუს-მა მასშემდეგ მიმართა, რაც გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია უწყებაში არ გამოცხადნენ. სწორედ მათი სურვულია, რომ  ჩვენება გამოძებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცენ. 

11:00 საათზე დაიკითხება ნიკა გვარამია, ხოლო 13:00 საათზე დაიკითხება გიორგი გაბუნია.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system