თავში

ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთს. 

მას შემდეგ რაც ნიკა მელიამ სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. 

საგამოძიებო უწყება გირაოდ 100 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. 

თავად ნიკა მელია კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომლის ტარებაც მართლმსაჯულებამ დააკისრა, უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მანამდე მას საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

უფრო ადრე კი, საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

ნიკანორ მელიას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system