თავში

დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება - VIDEO

დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება - VIDEO

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.  შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის შეხვედრა ზურაბიშვილთან, ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. 

პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლამდე, დანიელსონმა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system