თავში

"კომპრომისის დროა" - კრისიტიან დანიელსონი თბილისშია

"კომპრომისის დროა" - კრისიტიან დანიელსონი თბილისშია
კომპრომისის დროა - კრისიტიან დანიელსონი თბილისშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისშია. 

როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა კომპრომისების დროა. მისივე შეფასებით, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია. დანიელსონი საქართველოში 3 დღით დარჩება. 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველი, ჩართვას მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან ერთად, რათა დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველი, რომ სამშაბათს ისევ მოგმართოთ თქვენ, ჩემი მისიის დასასრულს“, - განუცხადა დანიელსონმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system