თავში

ნინო ბურჯანაძე: გავაგრძელებ ძალისხმევას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ხელშეწყობისთვის

ნინო ბურჯანაძე: გავაგრძელებ ძალისხმევას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ხელშეწყობისთვის
ნინო ბურჯანაძე: გავაგრძელებ ძალისხმევას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ხელშეწყობისთვის

გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

“მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ორი დღის წინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ გათავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარს სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით იწყებდა და ჰქონდა მოლოდინი, რომ პარასკევს, 13 დეკემბერს ექიმი პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ოჯახი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

ცნობილი ექიმი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system