თავში

საზოგადოება შემიძლია დავარწმუნო - კობახიძე მოლაპარაკებებზე

საზოგადოება შემიძლია დავარწმუნო - კობახიძე მოლაპარაკებებზე
საზოგადოება შემიძლია დავარწმუნო - კობახიძე მოლაპარაკებებზე

ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი რაც აქვს "ქართულ ოცნებას" ეს არის, სამართლიანობის პრინციპი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, მმართველი გუნდი ხელს არ მოაწერს არცერთ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებში არ იქნება. 

"ხელი არ მოეწერება არცერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებში და რომელიც არ იქნება ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. ამაზე შემიძლია დავარწმუნო, როგორც მთლიანად საზოგადოება, ასევე კონკრეტულად ჩვენი პარტიის მხარდამჭერები. ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი რაც აქვს "ქართულ ოცნებას" ეს არის, სამართლიანობის პრინციპი. ყველაფერი რაც არ იქნება ამ პრინციპთან შესაბამისობაში იქნება განხილული ჩვენი გუნდის მიერ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system