თავში

აფროამერიკელის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა გადაიდო

​აფროამერიკელის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა გ
აფროამერიკელის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა გადაიდო

ყოფილი პოლიციელის, დერეკ ჩოვინის საქმის სასამართლო განხილვა, რომელსაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ერთი კვირით გადაიდო. ABC News ინფორმაციით, სხდომა 8 ივნისს გაიმართება.

განხილვის გადადების მიზეზი არ სახელდება.

პოლიციელი, რომელის სამართალდამცავი ორგანოებიდან დაითხოვეს, შემდეგ კი დააკავეს, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით მუხლით ადანაშაულებენ. მოკლულის ადვოკატი კი ბრალდების დამძიმებას ითხოვს.

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system