თავში

ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

​ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი სანქციების კრიტერიუმები დაამტკიცეს. ისინი წესდება კერძო პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ასევული მიგრაციული კრიზისის შექმნასთან არიან კავშირში.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა "Twitter-ზე" დაწერა.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი კრიტერიუმები ოფიციალურად მიიღეს. დღეს მათ ასევე ექნებათ პოლიტიკური თანხმობა დამატებითი სანქციების შემოღებაზე, მაგრამ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების რეალური სია დღეს არ იქნება მზად", - წერს იოზვაკი.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე არსებული კრიზისის საპასუხოდ, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ბლოკი ადგენს იმ პირებისა და ორგანიზაციების სიას, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანების გადაადგილებაში ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სირია, იემენი და ერაყი, შედეგად კი ისინი ბელარუს-ევროკავშირის საზღვარზე ხვდებოდნენ.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system