თავში

FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა
FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer/BioNTech ვაქცინით აცრის რეკომენდაცია 27 ოქტომბერს გასცა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება. საბჭო რეკომენდაციებს განიხილავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში. საბოლოო გადაწყვეტილებას CDC-ის დირექტორი მიიღებს.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.

7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.

5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system