თავში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 140 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 140 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 140 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 140, 32 მილიონს აღწევს. ბოლო 24 საათში საერთო რაოდენობა 809, 000-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 11, 400 ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 3, 003, 794 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 31, 250 635 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 13, 832, 455 ადამიანია ინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 14, 788 ,109 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე საფრანგეთი (5, 178, 513). მეხუთეზე - რუსეთი (4 ,702 101). მე-6 ადგილს დიდი ბრიტანეთი (4, 385, 942) იკავებს. 

3 მილიონზე მეტი შემთხვევაა იტალიაში (3, 857, 443), გერმანიასა ( 3, 142, 262) და ესპანეთში (3 396 685), თურქეთში - 4, 212, 645. არგენტინაში - 2, 658,628 და პოლონეთში -2, 688, 025.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system