თავში

პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა - გებრეისუსი

პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა - გებრეისუსი

COVID-19-ით ინფიცირების რიცხვის ზრდასთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელიც იზრდება, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება და ყურადღების მოდუნებაა.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებსა და მათ გამოყენებაში გაურკვევლობა, თვითდამშვიდება და შეუთანხმებლობა COVID-19-ის გავრცელების გაფართოვებას იწვევს", - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, "გაუთავებელი ლოქდაუნები" მიზანი არ არის, მაგრამ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა.

"ასევე უნდა გვახსოვდეს COVID-19-ის გრძელვადიანი შედეგების შესახებ მათ შორისაც კი, ვინც მსუბუქი ფორმით გადაიტანა ის. ესაა სისუსტე, მალე დაღლა, აზროვნების დაბინდვა, უძილობა და დეპრესია", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ COVID-19 არ არის ჩვეულებრივი გრიპი და ექსპერტებმა ჯერ კიდევ არ იციან, რა გრძელვადიან გავლენას იქონიებს ვირუსი ადამიანის სხეულზე, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, მათ შორის პირბადის ტარება.

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 136,832,702-ს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,952,363 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 110,031,696 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system