თავში

პენტაგონი მზადაა, ავღანელი ლტოლვილები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიღოს

​პენტაგონი მზადაა, ავღანელი ლტოლვილები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიღოს
პენტაგონი მზადაა, ავღანელი ლტოლვილები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიღოს

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის სამი ბაზა უახლოეს კვირებში ავღანეთიდან 22 ათასამდე ლტოლვილის მისაღებად მზად არის.

”სამივე ბაზას მომდევნო რამდენიმე კვირაში 22,000-მდე ლტოლვილის მიღება შეუძლია”, - განაცხადა კირბიმ CNN-თან ინტერვიუში.

მან ასევე განმარტა, რომ ვითარება ქაბულის აეროპორტში გაუმჯობესდა, თუმცა აშშ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system