თავში

რატომ არის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამი საშიში - მეცნიერის განმარტება

რატომ არის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამი საშიში - მეცნიერის განმა
რატომ არის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამი საშიში - მეცნიერის განმარტება

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში აღმოჩენილ ახალ შტამს B.1.1.529, შესაძლოა, "დიდი პოტენციალი" ჰქონდეს და ვაქცინებზე არ რეაგირებდეს. ამის შესახებ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

”არსებობს შეშფოთება, რომ ამ ვარიანტს, შესაძლოა, არსებული იმუნიტეტის გვერდის ავლისთვის მეტი პოტენციალი ჰქონდეს, ვიდრე კოროვირუსის წინა შტამებს”, - განაცხადა მეცნიერმა.

მისი თქმით, ამ შტამს მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს.

ფერგიუსონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალმა შტამმა, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკაში დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვიოს.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system