თავში

"თალიბანი" ავღანეთის არაკონტროლირებად პროვინციაში მიემგზავრებიან

​"თალიბანი" ავღანეთის არაკონტროლირებად პროვინციაში მიემგზავრებიან
თალიბანი ავღანეთის არაკონტროლირებად პროვინციაში მიემგზავრებიან

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრები პანჯშერის ხეობაში მიემგზავრებიან. ეს პროვინციაა, რომელსაც ისლამისტები ჯერ არ აკონტროლებენ. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციის გადაცემაზე უარი განაცხადა.

AFP წერს, რომ პროვინცია ჩრდილოეთის ალიანსის მებრძოლების უკანასკნელი დასაყრდენია. 2001 წელს ის აშშ-ისთან "თალიბანის" განსადევნად გაერთიანდა. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "რამდენიმე ათასმა პარტიზანმა წარმატებას მიაღწიოს იქ, სადაც დასავლეთის 20-წლიანი დახმარებისა და წვრთნების მიუხედავად ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები დამარცხდნენ".

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system