თავში

,,სამხარეო პოლიციის უფროსი ყოფილა კაცი და პროფესიონალი" - ელისო კილაძე

,,სამხარეო პოლიციის უფროსი ყოფილა კაცი და პროფესიონალი" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

,,სამხარეო პოლიციის უფროსი ყოფილა კაცი და პროფესიონალი. ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს!", - წერს ელისო კილაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, ბანკის შენობა თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გასვლისას თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეჭირა.

სად იმყოფება თავდამსხმელი, მძევლებთან ერთად, ამ დროისთვის უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system