თავში

2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში

​2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში
2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური - საშუალა ჰესი 1, სხალთა ჰესი და დვირულა ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-მდეა.

საშუალა ჰესი 1-ის დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ-ს შეადგენს, რომლის საპროექტო გამომუშავება 34,7 მლნ კვტ.სთ იქნება. 

9 მგვტ-ის სიმძლავრის სხალთა ჰესი კი წარმოადგენს შუახევის ჰესების კასკადის ნაწილს. კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავებით 450 მლნ კვტ.სთ.

დვირულა ჰესი სიმძლავრე 1,99 მგვტ-ია, რომლის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 8,26 მლნ კვტ.სთ იქნება.ცნობისთვის, საქართველოში სულ 106 გენერაციის ობიექტი (ჰესი, თბოსადგური, ქარის ელექტროსადგური) ფუნქციონირებს, რომლებმაც 2020 წელს 11,16 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ როცა ქვეყნის მოხმარება ამავე პერიოდში 12,16 მლრდ კვტ.სთ იყო.

წლის დასაწყისში ეკონომიკისმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 670 მგვტ სიმძლავრის ენერგიის გენერირებაზე მუშაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ  ანტიპანდემიური ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები - 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე, 2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

"დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.“, - ასე შეჯამდა ბოლო 8 წელი ენერგეტიკულად. 

შეგახსენებთ, ენერგოეფექტური რესურსების ათვისებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება. ევროკავშირმა ამისთვის საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყო, რომელსაც ემატება ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ტაივანის ბიზნესის EBRD ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და აშშ-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში, და, აგრეთვე, გარემოს გაუმჯობესებაში.

ენერგეტიკოსები ბოლო 8 წელიწადში ენერგეტიკულ სექტორში გატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად მიიჩნევენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

„ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური – ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამავე რეჟიმში მუშაობას ის 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელებს. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი 2017 წელს გახდა.

ცნობისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო პრემიერის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისასაც. პრემიერ გახარიას თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, საქარტელოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. პრემიერს იმედი აქვს ქართულ ენერგეტიკაში მეტი ევროპული ინვესტიცია ჩაიდება.

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

ქართული ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესებულია საუდის არაბეთიც.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა საქართველოში, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system