თავში

აპრილში საქართველოს აზერბაიჯანმა 7,3 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა

აპრილში საქართველოს აზერბაიჯანმა 7,3 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა
აპრილში საქართველოს აზერბაიჯანმა 7,3 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა

აპრილში საქართვლოს აზერბაიჯანმა 7,3 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა. ამის შესახებ ირკვევა საქართელოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის აპრილის თვის მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, აპრილში საქართველოში შემოსული ბიტუმის  93,6%-ი აზერბაიჯანულია., ხოლო 0,5 ათას იტონაა იმპორტირებული თურქმენეთიდან, რაც მთლიანი ბიტუმის იმპორტის  6,4%-ია. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,8ათასი ტონა, რაც 2,8 ათასი ტონით ანუ 56%-ით მეტია მარტის თვის მაჩვენებელთან (5,0 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა დაახლოებით 39 666 ტონა ნავთობის ბიტუმი დააექსპორტა.  ნავთობის ბიტუმის 4-თვიანი ექსპორტის ღირებულებამ 7,15 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობის ბიტუმის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 0.11% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა დაახლოებით 28 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი დააექსპორტა, რომლის ღირებულება 4,667 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტშივე ქვეყანამ ნავთობის ბიტუმის წარმოება 17,8% -ით შეამცირა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელია.

2021 წლის მხოლოდ მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 4,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 84%-ია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული სანავთობო ბიტუმის იმპორტის 84,6%, ანუ 4,4 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანული იყო. 2021 წლის იანვარ-მარტში კი წელს მეზობელი ქვეყნიდან 8,6 ათასი ტონა ნავთობის ბიტუმი იმპორტირდა. საქართველოში წელს განხორცილებული ბიტუმის მთლიან იმპორტში 84,3%-ი აზერბაიჯანულია.

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე. სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როცა საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ანუ საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. შარშან საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია. შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა. ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

 მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა 1,4 მილიონი ტონა ნავთობის გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 ათასი ტონითაა შემცირებული.

აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეადგინა 810,3 მილიონი მანეთი, რაც 13% -ით ნაკლებია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, ჰეიდარ ალიევის სახელობის SOCAR– ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსია რეგიონში და უზრუნველყოფს აზერბაიჯანის საწვავის საჭიროებების დიდ ნაწილს. ქარხანა აწარმოებს ნავთობპროდუქტების 15 სახეობას, მათ შორის, საავტომობილო ბენზინს, საავიაციო საწვავს, დიზელის საწვავს, მაზუთს, ნავთობის კოქსს და სხვა. 1953 წელს დაარსებული ქარხანა ამჟამად ახორციელებს მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტის მე -2 და მე -3 ეტაპებს.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია. იანვარ-მარტში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს მოაწოდა 43 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რომლის ღირებულება 20,1 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს კი 1.8-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system