თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით უზბეკეთიდან ტვირთი თურქეთში გაიგზავნება

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით უზბეკეთიდან ტვირთი თურქეთში გაიგზავნება
ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით უზბეკეთიდან ტვირთი თურქეთში გაიგზავნება

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით უზბეკეთიდან 40 კონტეინერი თურქეთში გაიგზავნება.  ტვირთის მიწოდებას აზერბაიჯანული ADY Container-ი ახორციელებს.  კომპანიის განმარტებით, ამჟამად გზაშია 10 კონტეინერი, რომლებიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან თურქეთის ქალაქ ისკენდერუნისაკენ მიემართება, ხოლო 30 კონტეინერი უზბეკეთის ბუხარადან მერსინისკენ მიემართება. თურქმენეთში, თურქმენბაშის ნავსადგურში ჩასვლისთანავე, 40 და 45 ფუტიანი კონტეინერები ჩაიტვირთება მიმწოდებელ გემზე და მიწოდება ბაქოს პორტს. ამის შემდეგ კონტეინერები გადაეცემა თურქეთს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით.

ამ დღეებში ბუხარიდან გაგზავნილი კიდევ 15 კონტეინერი ბულგარეთში გაემგზავრა. თურქმენბაშიდან ბაქოში მიტანის შემდეგ, ეს კონტეინერები გაიგზავნება შავი ზღვის ერთ-ერთ პორტში. იქიდან ტვირთი ზღვით მივა ბულგარეთში. 17 კონტეინერი იმპორტირებული ტვირთი უზბეკეთიდან აზერბაიჯანში შემოვა. ტვირთის საბოლოო დანიშნულების სადგური ჰაჯიგაბულია.

უახლოეს მომავალში, ამ მარშრუტზე კიდევ 56 კონტეინერის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. ტვირთი, სავარაუდოდ, უზბეკეთიდან თურქეთსა და ევროპას მიეწოდება.

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება. თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის.

2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთშიც ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system