თავში

მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია
მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია

,,საქართველო ზედიზედ მესამედ იკავებს ევროპაში ადგილს პირველ ოცეულში, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთავრობების ეფექტიანობის რეიტინგი,“- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა მომავალი წლის ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ მასში, ისევე როგორც წინა წლების ბიუჯეტებში, ის პრიორიტეტებია განსაზღვრული, რომელიც ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება.

,,ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია და ამის შესახებ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ - ხელფასების გაზრდა გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისა და სხვა ასეთი ტიპის პროფესიებითვის, რომელთა ანაზღაურება, სამწუხაროდ არ არის იმ დონის, რა სირთულის და რისკის საქმიანობასაც ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ხელფასების ნაწილში, ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება, ეს არის ის ხელფასები, რომელიც ამ კატეგორიებისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯების წილი, არის ძალიან დაბალი,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system