თავში

ფინანსთა მინისტრი: გადამხდელის ხარჯზე ბიუჯეტი არ შეივსება

ფინანსთა მინისტრი: გადამხდელის ხარჯზე ბიუჯეტი არ შეივსება
ფინანსთა მინისტრი: გადამხდელის ხარჯზე ბიუჯეტი არ შეივსება

“გადამხდელის ხარჯზე ბიუჯეტი არ შეივსება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც დღგ-ის მომენტალურად დაბრუნების საკითხს შეეხო.

მისი თქმით, სპეციალური ანალიტიკური პროგრამაა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც უსაფრთხო იქნება დაბრუნება იმ გაგებით, რომ სხვადასხვა ტიპის თაღლითობას და შეცდომას არ ჰქონდეს ადგილი.

„ავტომატურ რეჟიმში, ისე, რომ არ არის დასტური საჭირო, თავად გადამხდელს, რომელსაც აქვს დღგ-ზედმეტობა, დაუბრუნდება მის ანგარიშზე, რომელიც შემოსავლების სამსახურშია მითითებული. სპეციალური ანალიტიკური პროგრამაა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც უსაფრთხო იქნება დაბრუნება იმ გაგებით, რომ სხვადასხვა ტიპის თაღლითობას და შეცდომას არ ჰქონდეს ადგილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაწყო დღგ-ის დაბრუნება, დღეს უკვე სრულად ავტომატურ რეჟიმში, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა. შარშან 614 მილიონი ლარი დავაბრუნეთ, წელს, მიუხედავად პანდემიური კრიზისისა, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, დღეის მდგომარეობით დავაბრუნეთ 811 მილიონი, წლის ბოლომდე ეს ციფრი ავა მილიარდ ლარამდე. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი მომენტი პანდემიური კრიზისის და ეკონომიკური შენელების ფაზაში, რაც თავისთავად ისახება ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩვენს ბიუჯეტზეც. ასეთ დროს, პრაქტიკულად გავაორმაგოთ დაბრუნებული დღგ-ის რაოდენობაეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთულ ფისკალურ დროს, რეფორმას არა ვანელებთ, არამედ აქტიურად ვახორციელებთ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

დღგ ავტომატურად 150 000-მდე კომპანიას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში 3.2%-ით გაიზარდა.

პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ სრულად სულ რაღაც ორი დღეა მოქმედებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

ბიზნესი დღგ-ის რეფორმას იწონებს.

იმის გასაგებად, რა ცვლილებებს ითვალისწინებს "დღგ-ის რეფორმა", როგორ ცვლის ის ბიზნესგარემოს და რა დადებითი გავლება ექნება მას საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system