თავში

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ იწონებენ

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ იწონებენ
რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ იწონებენ

სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამა წლის 28 აპრილს განხორციელებულ ცვლილებას, რასაც ათობით ათასი მოქალაქის სესხის გაძვირება მოჰყვება. საქმე ისაა, რომ დღეს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცრდა და 9.50 პროცენტით განისაზღვრა. შედეგად, 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა.

სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს არც ერთი სახელმწიფო უწყების, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ორგანოს, პარლამენტის, მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო შეფასება.

"ცვლილების განხორციელებამდე არ მიღებულა საჭირო ზომები ათი ათასობით მსესხებლის ისედაც მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე გაძვირებული სესხებით გამოწვეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასობით ათას ადამიანს, რომელიც დარჩა შემოსავლის გარეშე, ასევე მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი სესხების გაძვირებით, კიდევ მეტად უმძიმდებათ ფინანსური მდგომარეობა, რაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ მეტად ამძაფრებს. საქართველოში შექმნილი ლარის გაუფასურების მძიმე შედეგები შეეხო სწორედ პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთაც დაკარგეს ან საგრძნობლად შეუმცირდათ შემოსავალი და საბანკო დაწესებულებებში არსებული სესხების გამო უძრავი ქონების რეალიზაცია,ხოლო უკეთეს შემთხვევაში გაზრდილი პროცენტის გადახდა ემუქრებათ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს, როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აქვს ვალდებულება პანდემიის გამო არსებულ ფინანსურ გამოწვევებს უპასუხოს ადეკვატურად. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მიიღოს აღნიშნული მდგომარეობის შემამსუბუქებელი ზომები, რათა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღმოჩნდეს სიღატაკის ზღვარზე," - აცხადებენ ამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრში. 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა მარტშიც და შედეგად 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ. ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ურჩევდნენ, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებული იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მოუწევდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელოდნენ Galt & Taggart-შიც, თუმცა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამიტომაც მათი ნაწილი მოუწოდებდა სებ-ს. რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაეწყო. მათი რეკომენდაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა უნდა შერბილდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system