თავში

როგორ პასუხობს ბიზნესი ხელისუფლების სადამსჯელო მექანიზმს

როგორ პასუხობს ბიზნესი ხელისუფლების სადამსჯელო მექანიზმს
როგორ პასუხობს ბიზნესი ხელისუფლების სადამსჯელო მექანიზმს

მას შემდეგ, რაც რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებული გახსნა დააანონსეს, მთავრობამ მათ დასამორჩილებლად აამოქმედა დამატებითი მექანიზმი. 

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩაერთავს და მათ არც სახელმწიფო სუბსიდია-შეღავათები შეხებათ.

მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილეს, რომ თვითნებური გახსნისას კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა მათი 15 თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. მათ დაწესებული რეგულაციებისადმი დაუმორჩილებლობა მთავრობის წარმომადგენლებთან გიშინდელი შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს, თუმცა, თუ მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

მათივე მტკიცებით, ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა, მით უმეტეს, ცივ ამინდში.

რაც შეეხება, მთავრობის სადამსჯელო მექანიზმებს, ბიზნესს ეს არ აშინებს. 

"შაბათს რომ გავხსნილიყავით, გპირდებით, რომ ვერცერთი რესტორანი ვერ დაჯარიმდებოდა. თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, ვინ უნდა დაეჯარიმებინათ," - განაცხადა დღეს მედიაცენტრ "მთავარში" პრესკონფერენციაზე რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებს, რომ რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს, შოთა ბურჯანაძე შემდეგნაირად ეხმაურება: „ჩემთვის ესაა ლირიკა, თუ კარგად არ მოიქცევი შოკოლადს არ მოგიტან, ასე ბავშვებს ესაუბრებიან, ნონსენსია ეს“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით,15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system