თავში

საქართველოში რძე და ყველი გაძვირდა

საქართველოში რძე და ყველი გაძვირდა
საქართველოში რძე და ყველი გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ თვეში რძე და ყველი 4.0 პროცენტით გაძვირდა. ისინი გაძვირებულია წლიურ ჭრილში 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით რძესა და ყველზე ფასები გაძრდილია 9.1 პროცენტით.

რძე და ყველი საქართველოში დეკემბერშიც გაძვირდა.  2020 წლის დეკემბერში რძე და ყველი  4.2 პროცენტით გაძვირდა წინა თვესთან შედარებითმ ხოლო 11.3 პროცენტითაა გაძვირებული 2019 წლის დეკემბერთან შედარებთ. ეს პროდუქტები გაძვირებულია ნოემბერშიც. 

2021 წლის იანვარში 1.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების მსოფლიო ფასი. ზრდის მთავარი მიზეზი, წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელი, რძის დაბალი წარმოება და ჩინეთის მხრიდან, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროდუქციის მასიური შესყიდვა დასახელდა

2020 წლის დეკემბერში 3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასები. ფასის ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. ამის მიზეზად მსოფლიოში და დაგანსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასების ზრდა, ევროპაში, კარაქსა და ყველზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სეზონისათვის დამახასიათებელმა შემცირებულმა რძის წარმოებამ გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა. 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ. სახელმწიფო მერძევეობის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system