თავში

სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდიის გაზრდა მოუწევს

სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდიის გაზრდა მოუწევს
სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდიის გაზრდა მოუწევს

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს.  ასოციაციის პრეზიდენტი, ლევან სილაგავა, ამბობს, რომ 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომაც 10 ლარიანი სუბსიდია ფქვილისა და პურის ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა.

საკუთარი გაანგარიშება ასოციაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე წარუდგინა და ახლა მიმდინარეობს განხილვა.

"2-2 მილიონი ლარი განაწილდა პროგრამის პირველ ორ თვეზე, მაგრამ ამ რისკებმა იმუშავა და ახლა ხორბალი სერიოზულად გაძვირებულია, შესაბამისად 10 ლარიანი სუბსიდირება, რომელიც პირველ 2 თვეზე იყო გათვლილი, აღარ ჰყოფნის," - ამბობს სილაგავა და განმარტავს, რომპროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო და ელექტროენერგიის გაძვირების რისკიც არის პროგრამაში ჩადებული. 

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system