თავში

შაქრის ფასი გაიზარდა

შაქრის ფასი გაიზარდა
შაქრის ფასი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 88.1 ათას ტონა შაქარი შეიძინა. შაქრის იმპორტზე ჯამში 43.1 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

ერთი ტონა შაქრის იმპორტის ღირებულება საქართველოსთვის 39%-ით არის მომატებული. გასული წლის საანგარიშო პერიოდში  ქვეყანას 105.1 ათასი ტონა შაქრის იმპორტი $37.1 მილიონი დაუჯდა.

საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, თურქეთი და პოლონეთი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

წარმოების სტიმულირების მიზნით, მთავრობამ კომპანია "აგარის შაქარს" შეღავათები დაუწესა და ამუშავებაში დაეხმარა, თუმცა შეღავათების ვადა, 31 დეკემბერს ამოიწურა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. კომპანიისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად, თუმცა მთავრობამ მას დახმარების ახალი პოაკეტი შესთავაზა და აპრილიდან აგარის შაქრის კომბინატში საწარმოო პროცესი განახლდა. 2021 წლის ბოლომდე ქარხანა 70 000 ტონა შაქრის ნედლეულს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა და სახელმწიფოს დახმარებით, მუსაობა 2020 წლის ზაფხულზე აღადგინა. „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას. სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

ცნობისთვის, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი "აგარის შაქრის" წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system