თავში

ზამთრის კურორტების ამუშავებას ითხოვენ

ზამთრის კურორტების ამუშავებას ითხოვენ
ზამთრის კურორტების ამუშავებას ითხოვენ

ტუროპერატორების განცხადებით, ბაკურიანში ჩემპიონატი, რომელიც  5-6-7 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თებერვლის ბოლომდეა გადადებული. ამის გამო ტუროპერატორები ეჭვობენ, რომ მთავრობა 1 თებერვალს კურორტების გახსნას არ აპირებს. ამიტომაც, ტურინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს მთის კურორტების გახსნა მოითხოვეს.

მათი მტკიცებით, თუ არ გაიხსნება საბაგირო გზები ვერ შენარჩუნდება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში კრედიტ-კრედიტ, პროცენტ-პროცენტ, წვეთ-წვეთ შენდებოდა. მათივე განმარტებით, მთის ზამთრის კურორტებს წინა სეზონიც ჩაუვარდათ უწყლობის-უთოვლობის გამო, რასაც პანდემია დაერთო თან.

კერძო სექტორი დარწმუნებულია, რომ პრემიერი მთის კურორტებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობის საქმის კურსში არ არის, ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი  გიორგი სალუქვაძე ამბობს, რომ კომპანიებმა „პოლსპორტმა“ და „გუდაურამ“ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვით კურორტების გახსნა საფრთხის შემცველი არ არის. სალუქვაძის მტკიცებით, კურორტზე მუშაობა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჩვენი გადაადგილება თბილისის პარკებსა თუ მაღაზიებში და ა.შ.

ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაც. მათი მტკიცებით, მთის კურორტები მეორე სეზონის დახურვას ვერ გადაიტანს და გაკოტრდება, რითაც ეკონომიკასაც დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან ამის რეაბილიტაცია დიდი ხანი ვერ მოხერხდება. ამიტომაც სამთო-სათხილამურო კურორტების ბიზნეს სექტორი ითხოვს 1 თებერვლიდან საბაგიროების გახსნას.

ცნობისთვის, ტურინდუსტრია ზამთრის კურორტების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

ცნობისთვის, ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწერა, თუმცა სექტორს ეს შეღავათი ვერ შველის. ზამთრის კურორტებმა წელს შეზღუდვების გამკაცრებით, მინიმუმ, 16 მილიონი ლარი იზარალეს. საქმე ისაა, რომ 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგირო (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ.

სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლებას ზამთრის კურორტების გახსნას ეპიდვითარების პრევენციის მიზეზის გარდა სწორედ ზარალის მინიმალიზების მიზნითაც არ ურჩევს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

"ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ," - ამბობს ექსპერტი.

პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system