თავში

გიორგი მიქაუტაძე: ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო

გიორგი მიქაუტაძე: ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო
გიორგი მიქაუტაძე: ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს. მიქაუტაძის ინფორმაციით, ის უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგება.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ. მინდა, მივულოცო ჩემს ახალ განმწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას ვაკეთებდი დღემდე. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია. ერთგვარად გვაიძულებს უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამიტომ მათიც მადლობელი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესს, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა.

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები.

კენჭისყრას საკუთარი რუსრვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ანალოგიურად დასრულდა დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭისყრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

შალვა თადუმაძის უვადო მოსამართლედ არჩევის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system