თავში

"ოცნების" ოფისთან დაკავებული 9 აქტივისტი გაათავისუფლეს

"ოცნების" ოფისთან დაკავებული 9 აქტივისტი გაათავისუფლეს
ოცნების ოფისთან დაკავებული 9 აქტივისტი გაათავისუფლეს

24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვეს.

გათავისუფლების შემდეგ აქტივისტებმა თქვეს, რომ პოლიციას მათი დაკავების საფუძველი არ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

ცნობისთვის, 12 ივლისსს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 12 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს.

5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე სარპროტესტო აქცია გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system