თავში

სახლის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს

სახლის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს
სახლის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს. მისი თქმით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი იყო, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა.

„ელგუჯა ცომაიას წაყენებული აქვს ბრალი 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით. 

ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოიხატა აქტიური ხელშეწყობა ძებნილი მსჯავრდებულის სათანადო პირობების შექმნაში. იცოდა, რომ სააკაშვილი იყო ძებნილი და მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია, როდესაც ამბობენ, რომ დანაშაულის დაფარვა იგულისხმება და არა დამნაშავის დაფარვა. ყველა იურისტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში ასევე მოიაზრება ძებნილისთვის სათანადო პირობების შექმნა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system