თავში

სუს-ში "TV პირველის" კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

სუს-ში "TV პირველის" კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს
სუს-ში TV პირველის კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

სუს-ში "ტელეკომპანია პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე დაიბარეს. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა პროდიუსერმა, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

უწყებაში დაბარებულია თავად ნოდარ მელაძეც, რომლის თქმითაც, ის ხვალ, დილის 11:00 საათზე გამოცხადდება გამოკითხვაზე. 

რაც შეეხება მაკა ჩიხლაძეს, ის ხვალ სუს-ში ვერ მისვლას ვერ შეძლებს. 

როგორც report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე ელოდებიან, მაკა ჩიხლაძემ კი თავად უნდა შეატყობინოს უწყებას, როდის შეძლებს გამოკითხვაზე მისვლას. სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, მაკა ჩიხლაძე მზად არის, გამოკითხვა მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგეს. 

საქმე ეხება ტელეკომპანია "მთავარის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეს. 

ნოდარ მელაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტით დაინტერესდა, რომელიც ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ მოამზადა. რეპორტაჟში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის ძმა საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ მან უყურა მისი ძმის დაკავების ამსახველ კადრებს და მისივე მტკიცებით, დაკავებული პირის გარეგნული მონაცემები მისი ძმის მონაცემებისგან განსხვავდება. 

15 ივნისს, ტელეკომპანიებმა - "ფორმულამ" და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გიორგი გაბუნიასა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ჟურნლისტის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

აღნიშნულ განცხადებებს კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც გაბუნიას მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, მისი პირადი მტერი გახდება. თავის მხრივ, გაბუნუამ კადიროვს უპასუხა, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და კადიროვი დაჩოქილს ვერასოდეს ნახავს.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ, როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი.

გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ ჩვენება საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. გაბუნიან გაბუნიამ პროკურატურისგან სახელმწიფო დაცვის შეთავაზება მიიღო, რასაც ჟურნალისტი გარკვეული ფიქრის შემდეგ დათანხმდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system