თავში

ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამაზიანებელია - თალაკვაძე

ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამაზიანებელია - თალაკვაძე
ეს  ჩვენი საზოგადოებისთვის დამაზიანებელია - თალაკვაძე

დმანისის ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება არის მიუღებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ძალადობაში მონაწილე პირები კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი. 

"ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის ვინც დაარღვია კანონი, ვინც იძალადა, რა საკვირველია, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში", - თქვა თალაკვაძემ.

ამ წუთებში დმანისში ვითარება განმუხტულია.

ცნობისთვის, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა, რის შემდეგაცსპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-მ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დაემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კონფლიქტი ბანალურ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მისი ეთნიკური ნიშნით შემოსვა დაუშვებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ არ არსებობს კონფლიქტი, რომელიც შეთანხმებით ვერ დასრულდება. მან მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კონფლიქტის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოჩენა მიუღებელია ეკონომიკის მინისტრისთვისაც, ნათია თურნავას თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system